გარდა ამისა მისი სხეული ბუმბულის მაგივრად დაფარულია ბეწვით და არ აქვს კუდი. მიჩნეულია რომ ეს სახეობა არსებობს 8 მილიონი წელია. მას მთელი დღე ძინავს და ღამით ღვიძავს.
ადგილი ახალ ზელანდიაში სადაც ის ცხოვრობს არის სრულიად უსაფრთხო, იქ არ ბინადრობენ მტაცებლები და ეს ფაქტორი მიიჩნევა ამ არსების გადარჩენის წყაროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაშენდებოდა, ვინაიდან არ გააჩნია არანაირი თავდაცვითი საშუალება.
შეიძლება ითქვას რომ ეს სახეობა არის უნიკალური. ერთი კიდევ რაც საინტერესოა, არის ის, რომ მისი კვერცხი არის უზარმაზარი, რომ შევადაროთ სხეულისა და კვერცხის ზომები პროპორციულად, ეს ფრინველი რეკორდსმენი გამოდის.